Monday, May 24, 2010

ნილ არმსტრონგი


     


ნილ არმსტრონგი (ინგლ. Neil Armstrong) (დ. 5 აგვისტო, 1930, უაპაკონეტი, ოჰაიოს შტატი), აშშ-ის კოსმონავტი მფრინავი, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერი. სპეციალობით ავიაციის იმჟინერი.

ბიოგრაფია

აქვს აერონავტიკის ბაკალავრის და აეროკოსმოსური კვლევების მაგისტრის ხარისხი.
1947–1952 წლებში მსახურობდა საზღვაო ავიაცაში. 78 საბრძოლო გაფრენა კოერის ომში. 1972–1979 წლებში იყო აეროკოსმოსური კვლევების პროფესორი ცინცინატის უნივერსიტეტში. 1962 წელს მიიღო ასტრონავტის სტატუსი. 1966 მარტში იყო ხომალდის „ჯემინი 8“ მეთაური. 1969 წელს იყო „აპოლო 11“-ის მეთაური, პირველი ადამიანი რომლმაც ფეხი დადგა მთვარის ზედაპირზე.

კარიერა


    1962 წელს არმსტრონგი შერჩეული იქნა NASA-ს მიერ.
    1969 წელს ხელმძღვანელობდა მისიას „აპოლო 11“ ედვინ ალდრინთან (მთვარეზე დასაჯდომი კაპსულა „არწივის“ პილოტი) და მაიკლ კოლინთან (მმართველ ხომალდ „აპოლო 11“-ის პილოტი) ერთად. „აპოლო 11“-მ დატოვა კენედის კოსმოსური ცენტრი (ფლორიდა) 16 ივლისს 1969 წელს და 4 დღეში, 20 ივლისს დაეშვა მთვარის ზედაპირზე, ე. წ. „წყნარ ზღვაზე“ მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს ტელევიზორში. მთვარეზე დასაჯდომი კაფსულიდან „არწივი“ ნილ არმსტრონგი გამოდის ხაზზე: „ ჰიუსტონ, წყნარი ზღვის ბაზა. არწივი დაჯდა...“

       21 ივლისს 1969 წ დილას არმსტრონგი ჩამოდის ხომალდიდან 2 საათსა 56 წუთსა და 15 წამს UTC და პირველი დგამს ფეხს მთვარეზე. ამ დროს იძახის ისტორიულ სიტყვას:
„That's one small step for man, one giant leap for mankind.“
„ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის.“

      15 წუთის შემდეგ მას უერთდება ედვინ ალდრინი, რომელთან ერთადაც აღმართავს აშშ-ს სახელმწიფო დროშას. შემდეგ გააგრძელეს მთვარის გარშემო ტრიალი მესამე ასტრონავტ მაიკლ კოლინთან ერთად. ამ 3 ასტრონავტს შორის არმსტრონგი არჩეული იქნა პირველ კაცად, რომელსაც მთვარეზე უნდა გაევლო, რადგან იგი ჩვეულებრივი მოქალაქე იყო და არა სამხედრო როგორც მისი ორივე თანაშემწე. არმსტრონგმა მთვარეზე გაატარა 2 ს და 31 წ, გაიარა 250 მ. დედამიწაზე დაბრუნდნენ 24 ივლისს, თან წამოიღეს რამდენიმე ქვის ნატეხი შესასწავლად.




აპოლო "11"


    აპოლო-11 იყო პირველი პილოტირებული მისია მთვარისაკენ, რომლის საბოლოო მიზანი მთვარეზე დაჯდომა იყო. ის აგრეთვე იყო მეხუთე პილოტირებული მისია აპოლოს პროექტის ფარგლებში და მესამე მისია მთვარისკენ. გაშვებულ იქნა 1969 წლის 19 ივლისს და მისი ეკიპაჟი იყო: ნილ არმსტრონგი (მეთაური), ედვინ "ბაზ" ოლდრინი (მთვარის მოდულის პილოტი) და მაიკლ კოლინზი (საკომანდო მოდულის პილოტი). 20 ივლისს, არმსტრონგი და ოლდრინი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც ფეხი დაადგეს სხვა ციურ სხეულზე - მთვარეზე. ამ მისიამ მიაღწია მიზანს, რომელიც პრეზიდენტმა კენედიმ გამოაცხადა 1961 წელს - "ადამიანი დამჯდარიყო მთვარეზე და უკან დაბრუნებულიყო მთვარეზე 60-იანი წლების ბოლომდე". ეს "მისია ადამიანებისთვის იყო პატარა ნაბიჯი,კაცობრიობისთვის კი გიგანტური ნახტომი".

გაშვება და მთვარეზე დაჯდომა 

    იმის გარდა, რომ ამ გაშვებას დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს უშუალოდ ფლორიდაში არსებულ კოსმოდრომის მიდამოებში , 600 მილიონი ადამიანი უყურებდა ამ ღირსშესანიშნავ მოველნას ტელევიზიით, ეს კი თავის დროზე რეკორდი იყო. აშშ-ს იმჟამინდელი პრეზიდენტი ნიქსონი ყოველივე ამას თვალს ადევნებდა თეთრი სახლიდან.

     აპოლო 11 გაუშვეს რაკეტა-მატარებლით სატურნ V კენედის სახელობის კოსმოდრომიდან, 1969 წლის 16 ივლისს, ადგილობრივი დროით 9 საათზე და 32 წუთზე. იგი დედამიწის ორბიტაზე 12 წუთის შემდეგ გავიდა. ერთნახევარი ორბიტის შემდეგ მესამე საფეხური ჩაირთო და მან ხომალდი მთვარისკენ მიმავალ ტრაექტორიაზე გადაიყვანა. 30 წუთის შემდეგ საკომანდო/სერვის მოდული გამოეყო სატურნ V მესამე საფეხურს და შეუერთდა მთვარის მოდულს. ეს შეერთებული ხომალდი გაფრინდა მთვარისკენ.

     აპოლო 11 მთვარესთან 19 ივლისს მიფრინდა და ჩართო სამუხრუჭე ძრავა, რომ მთვარის ირგვლივ ორბიტაზე გასულიყო. შემდეგი რამდენიმე წრის დროს, როცა ხომალდი მთვარის ირგვლივ დაფრინავდა, ეკიპაჟი დასაჯდომ ადგილს ათვალიერებდა. დასაჯდომ ადგილად აირჩიეს ”სიწყნარის ზღვასთან” (Mare Tranquillitatis) 20 კილომეტრში არსებული კრატერი საბინე, რადგან იგი ბრტყელი და მოსახერხებელი იყო , როგორც ეს დაადგინეს უპილოტო ხომალდებმა რეინჯერ-8 და სერვეიორ-5.